Accessibility links

logo-print

მოჰამედ მურსის ბრალად ედება 2011 წელს ციხიდან გაქცევის მცდელობა


ეგვიპტის ჩამოგდებულ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ბრალად ედება 2011 წელს ციხიდან გაქცევის მცდელობა. ამ საქმესთან დაკავშირებით განიხილება კიდევ 132 პირის ბრალდებები, რომელთა შორის არიან მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ რამდენიმე ლიდერი, ასევე დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ჰიზბოლას“ წევრები. „ვადი ალ-ნატრუნის“ ციხიდან გაქცევა მოხდა ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი სახალხო გამოსვლების დროს. საბოლოოდ მუბარაქი ჩამოგდებულ იქნა ამ გამოსვლების შედეგად.
XS
SM
MD
LG