Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონი არ გეგმავს სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებას


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი არ გეგმავს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებას. ამის შესახებ გაზეთი „იდეპენდენტი“ იტყობინება პრემიერის ოფისზე დაყრდნობით. ამავე დროს პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაკავშირებულია გეების მიმართ რუსეთის პოზიციასთან. დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან დაახლოებული წყაროების თანახმად, დიდი ბრიტანეთის დელეგაციაში, რომელიც სოჭში გაემგზავრება, იქნება კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, მაგრამ დელეგაციის შემადგენლობა ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ ნათელი. მანამდე აშშ-მა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე გაემგზავრება გამოჩენილი ჩოგბურთელი ქალი ბილი ჯინ კინგი, რომელიც არ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას. აშშ 2000 წლიდან პირველად არ გაგზავნის ოლიმპიადაზე პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, ყოფილ პრეზიდენტს ან პირველ ლედის. საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და იოახიმ გაუკმა განაცხადეს, რომ თამაშებს არ დაესწრებიან.
XS
SM
MD
LG