Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი: რუსეთის ციხეებში ჯერაც ბევრი პოლიტიკური პატიმარი რჩება


რუსი ყოფილი ნავთობმაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის თქმით, რუსეთის ციხეებში ჯერაც ბევრი პოლიტიკური პატიმარი რჩება. ეს განცხადება ხოდორკოვსკიმ დღეს გააკეთა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე. იგი გერმანიაში მას მერე ჩავიდა, რაც ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა ის. „მე არ ვარ იმის სიმბოლო, რომ თითქოს რუსეთში არ იყვნენ პოლიტპატიმრები“, თქვა მან. 50 წლის ხოდორკოვსკიმ თქვა, რომ არ იცის რამდენ ხანს დარჩება გერმანიაში, სადაც ის თავისი ოჯახის წევრებს შეხვდა. მაგრამ, მისი თქმით, მას ერთწლიანი ვიზა მისცეს. შეკითხვაზე, დაბრუნდება თუ არა რუსეთში, ხოდორკოვსკიმ თქვა, რომ მას არა აქვს იმის გარანტია, რომ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მას კვლავ მისცემენ ქვეყნის დატოვების საშუალებას. ამასთან, მან დასძინა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკურ საქმიანობას ან თავისი ყოფილი კომპანიის, „იუკოსის“ ქონებაზე პრეტენზიის განცხადებას.
XS
SM
MD
LG