Accessibility links

logo-print

შვედეთში 15 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მიტინგში ნეონაცისტების გამოხდომის წინააღმდეგ


შვედეთის პოლიციამ კვირას განაცხადა, რომ 15 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მიტინგში, რომელიც სტოკჰოლმის გარეუბნებში ნაცისტური გამოხდომების წინააღმდეგ იყო მიმართული. პოლიციის წარმომადგენლის კიელ ლინდგრენის თქმით, დემონსტრაციამ მშვიდობიანად ჩაიარა. ამ მიტინგის მხარდამჭერი აქციები ჩატარდა ასევე შვედეთის სამხრეთში, მალმეში, და ლულეოში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს. ეს ღონისძიებები რეაქცია იყო გასულ კვირადღეს მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც ნეონაცისტებმა ბოთლები, ჩირაღდნები და პეტარდები ესროლეს მცირე ანტირასისტული დემონსტრაციის მონაწილეებს სტოკჰოლმის გარეუბან კარტოპში. იმ თავდასხმის შემდეგ პოლიციამ 28 პირი დააკავა. სამი ადამიანი დაიჭრა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ნეონაცისტურმა ჯგუფმა სახელწოდებით „შვედეთის წინააღმდეგობის მოძრაობა“.
XS
SM
MD
LG