Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში „ალ-ყაიდის“ ქვედანაყოფმა ბოდიში მოიხადა საავადმყოფოზე თავდასხმისთვის


იემენში „ალ-ყაიდის“ ქვედანაყოფმა ბოდიში მოიხადა 5 დეკემბერს სამხედრო კომპლექსის საავადმყოფოზე თავდასხმისთვის, რომლის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ორგანიზაციამ „ალ-ყაიდა“ არაბეთის ნახევარკუნძულზე საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის, მაგრამ ვიდეოში, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა, ორგანიზაციის მეთაურმა ყასიმ ალ-რიმიმ თქვა, რომ მეომრებს ბრძანება ჰქონდათ მიცემული, არ შესულიყვნენ კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში. მან მკვლელობაში ბრალი დასდო ერთ-ერთ მებრძოლს, რომელიც არ დაემორჩილა ბრძანებას. საავადმყოფოში მოკლულთა შორის იყვნენ მედიკოსები ფილიპინებიდან, გერმანიდან, ვიეტნამიდან და ინდოეთიდან. ალ-რიმიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და პირობა დადო, რომ მისი ორგანიზაცია მათ ფულს გადაუხდის კომპენსაციის სახით. ამავე დროს მეამბოხეთა მეთაურმა დაიფიცა, რომ იემენში გაგრძელდება ჯიჰადი.
XS
SM
MD
LG