Accessibility links

პაპმა ფრანცისკემ მხარდაჭერა გამოუხატა იტალიაში საპროტესტო გამოსვლებს


კვირას რომის პაპმა ფრანცისკემ მხარდაჭერა გამოუხატა იტალიელებს, რომლებიც პროტესტს აცხადებენ უმუშევრობის, ჩავარდნისა და მომჭირნეობის მკაცრი ზომების წინააღმდეგ. მაგრამ მოუწოდა მათ, უარი თქვან „ძალადობის ცდუნებაზე“. ამის შესახებ რეიტერი იტყობინება ვატიკანიდან. საპროტესტო მოძრაობას თავდაპირველად სული შთაბერეს სიცილიელმა გლეხებმა, მაგრამ შემდეგ ის პროტესტის უფრო ფართო ტალღაში გადაიზარდა. პროტესტი მიმართულია მთავრობის უუნარობის წინააღმდეგ, უკეთესობისკენ შემოატრიალოს ეკონომიკა. საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა მარშით გაიარეს იტალიის რამდენიმე ქალაქში, ძირითადად მშვიდობიანად, მაგრამ ზოგმა გზები გადაკეტა და შეაფერხა მატარებლების მოძრაობა. ტურინში პოლიციასთან შეტაკება მოხდა.
XS
SM
MD
LG