Accessibility links

ბელგიაში ავღანელმა ლტოლვილებმა კარვები გაშალეს თავშესაფრის მოთხოვნით


200-მდე ავღანელმა ლტოლვილმა, რომლებიც ბელგიაში თავშესაფარს ითხოვენ, ქალაქ მონსში კარვები გაშალა. ისინი ქვეყნის პრემიერ ელიო დი რუპოსთან შეხვედრას ითხოვენ. მანამდე დემონსტრანტებმა 70 კილომეტრი გაიარეს ფეხით ბრიუსელიდან მონსამდე, თუმცა მათ მონსში ჩასვლისას განუცხადეს, რომ პრემიერი საზღვარგარეთ იმყოფება და ქალაქში ორშაბათს დაბრუნდება. ბრიუსელში ავღანელებს ოთხი თვის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული ერთ-ერთი ეკლესია, ისინი ბელგიაში დარჩენის უფლებას ითხოვენ. რამდენიმე ხნით ადრე, ელიო დი რუპომ, რომელიც ამავე დროს ქალაქ მონსის მერია, თანაგრძნობა გამოხატა ავღანელი ლტოლვილების მიმართ და მათ საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG