Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში აქციები იმართება ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების წინააღმდეგ


ბანგკოკში მანიფესტანტებმა ბლოკირება გაუკეთეს სტადიონს, სადაც თებერვალში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა რეგისტრაცია უნდა ჩატარდეს. მანიფესტანტების დიდმა ნაკადმა სტადიონზე შემავალი ყველა შესასვლელი გადაკეტა. როგორც „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი იტყობინება, ჯერჯერობით უცნობია შეუშვებენ თუ არა სტადიონზე კანდიდატებს რეგისტრაციისათვის. შაბათს ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ ვადამდელ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და საზოგადოებას მოუწოდა მასობრივი საპროტესტო აქციებისაკენ. ქუჩის დემონსტრაციების შედეგად, რომელიც ბანგკოკში უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა იინგლაკ ჩინავატმა პარლამენტი დაითხოვა, თუმცა ახალ არჩევნებამდე პრემიერის კაბინეტი მუშაობას განაგრძობს. ოპოზიცია მოითხოვს დროებითი მთავრობის გადადგომას, ახალი პრემიერის დანიშვნას და ე.წ. „სახალხო საბჭოს“ მოწვევას, რომელიც პოლიტიკურ რეფორმას განახორციელებს.
XS
SM
MD
LG