Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტირებულმა ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ საპყრობილე დატოვა


ორშაბათს საპყრობილე დატოვა ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ, პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრმა, რომელზეც რუსეთის კონსტიტუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებული ამნისტია გავრცელდა. პირველად კი საპატიმროდან მარია ალიოხინა გაანთავისუფლეს. გასული წლის 17 აგვისტოს „ფუსი რაიოტის“ სამი წევრი სასამართლომ დამნაშავედ სცნო რელიგიური სიძულვილისა და შუღლის ნიადაგზე ჩადენილი ხულიგნობისათვის და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით ეკატერინა სამუცევიჩს სასჯელის რეალური ვადა პირობითით შეუცვალეს. მარია ალიოხინამ ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში მის განთავისუფლებას „პროპაგანდისტულ აქცია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG