Accessibility links

მარია ალიოხინა „უფლებადაცვით საქმიანობას“ აპირებს


"ვფიქრობ, დავკავდე საზოგადოებრივ-უფლებადაცვითი საქმიანობით და თვალყური ვადევნო ნიჟნი ნოვგოროდის კოლონიაში შექმნილ ვითარებას", - განაცხადა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრმა მარია ალიოხინამ, რომელმაც დღეს ამნისტიის საფუძველზე დატოვა კოლონია. ნადეჟდა ტოლოკონიკოვასთან ერთად მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი რელიგიური სიძულვილისა და შუღლის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის. „სიტუაცია ნიჟნი ნოვგოროდის კოლონიაში, იმედი მაქვს, რომ ჩემს კონტროლქვეშ დარჩება. უნდა მოუსმინონ იმ ქალებს, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს სამუშაო პირობების დარღვევაზე; დაუშვებელია, რომ მათზე რაიმე სახის რეპრესია განხორციელდეს კოლონიის ადმინისტრაციის ან სხვა რომელიმე სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან. განზრახული მაქვს, თვალყური ვადევნო ამას, განზრახული მაქვს შევინარჩუნო მათთან კავშირი, ვუსურვებ მათ მხნეობას! მე მათ გვერდით ვარ!“ - განაცხადა ალიოხინამ. რუსეთის კონსტიტუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებული ამნისტიის საფუძველზე დღეს საპატიმრო დატოვა ნადეჟდა ტოლოკონიკოვამაც.
XS
SM
MD
LG