Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა „სუვერენულ ფონდს“ დააფუძნებს


საქართველოს მთავრობა აპირებს დააფუძნოს "საქართველოს სუვერენული ფონდი", რომლის აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება და მის კაპიტალში გადავა ამჟამად "საპარტნიორო ფონდში" არსებული სახელმწიფო აქციები. კერძოდ, "საქართველოს სუვერენულ ფონდს" გადაეცემა: "საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" და "თელასი". "სააქციო საზოგადოება - საქართველოს სუვერენული ფონდის შესახებ" კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა, სადაც აღნიშნული ფონდის მიზნებად მომგებიანი საინვესტიციო პროექტების განვითარება და ხელშეწყობა, მომგებიან პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა სახელდება.
XS
SM
MD
LG