Accessibility links

რუსეთი უკრაინის ევროობლიგაციებში 3 მილიარდ დოლარს გადაიხდის


რუსეთი აცხადებს, რომ სამშაბათს 3 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს უკრაინას ევროობლიგაციების საფასურად. შესაბამისი განცხადება მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სულიანოვმა გააკეთა. აღნიშნული ტრანსფერი იმ შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, რაც გასულ კვირაში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო და რომლის საფუძველზეც კიევი მოსკოვისაგან 15 მილიარდ დოლარის სესხს მიიღებს სამთავრობო ობლიგაციების საფასურად. თუმცა, როგორც რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა იგორ შუვალოვმა განაცხადა, რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კიევს სესხის დაფარვა.
XS
SM
MD
LG