Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან მორიგი ქვედანაყოფის როტაცია განხორციელდა


ავღანეთიდან ოთხთვიანი მივლინების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 295 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. ვალმოხდილ ქართველ სამხედოებს თბილსი აეროპორტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძვანელობა დახვდა. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულა. ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იყო.
XS
SM
MD
LG