Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში ოპოზიციამ რუსეთთან ხელშეკრულების რატიფიკაცია გააპროტესტა


ოპოზიციის პროტესტის მიუხეადავად სომხეთის პარლამენტმა ორშაბათს რუსეთისაგან ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრები მონაწილეობდნენ. საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც შეთანხმებას გამოუსადეგარს უწოდებს, ხმის მიცემის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. სომხეთის პარლამენტის წინ მიმდინარეობს ოპოზიციის მიტინგი შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ, რომელიც 2 დეკემბერს ერევანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს გაფორმდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშა აყენებს ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამ შეთანხმების საფუძველზე, რუსული კომპანია „გაზპრომი“, რომელიც „არმროსგაზპრომის“ აქციათა 80%-ს ფლობს, დანარჩენი 20%-ის მფლობელიც ხდება.
XS
SM
MD
LG