Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე


ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინისტრ სოზარ სუბარის დავალებით გენერალურმა ინსპექციამ 20 დეკემბერს დაიწყო შემოწმება ბრალდებულ მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე. სამინისტროს განცხადებითვე, შემოწმების შედეგები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება. 17 დეკემბერს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საპატიმროდან გადაიყვანეს, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე განხორციელდა ზეწოლა მთავარი პროკურორის მხრიდან.
XS
SM
MD
LG