Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტე კუბლაშვილი: მოსამართლის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, ზეპირი მოსმენის გარეშე გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა. "ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ მე ან რომელიმე თავმჯდომარეს უნდა გვეთქვა მოსამართლისთვის, რომ ასე კი არა, სხვაგვარად გაეკეთებინა, ძალიან შეცდება, რადგან სწორედ ეს არის მოსამართლის დამოუკიდებლობაში ჩარევა“ - განუცხადა ჟურნალისტებს კოტე კუბლაშვილმა. მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს. „მოსწონთ მხოლოდ ის, რაც მათთვის ხელსაყრელია და არ მოსწონთ რაც ობიექტურია, რადგან ეს ხელსაყრელი შეიძლება არ იყოს", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
XS
SM
MD
LG