Accessibility links

logo-print

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, უგულავას საქმეზე არავის მხრიდან ჩარევა არ ყოფილა


თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი უარყოფს, რომ გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილებები ჩარევის შედეგად მიიღო. „ნებისმიერი მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არავის მხრიდან ჩარევა არ ყოფილა“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ახვლედიანმა. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლეს შეხვდა და მას მსგავსი არაფერი განუცხადებია. ინფორმაცია მოსამართლეზე სამართალდამცავების ზეწოლის შესახებ გიგი უგულავამ 22 დეკემბერს გაავრცელა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მერის უფლებამოსილება შეუჩერა და 50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
XS
SM
MD
LG