Accessibility links

logo-print

უგულავა: ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვის გაასამართლეს


გიგი უგულავა, რომელსაც ახლახან თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერდა, აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, გერმანიაში 2001 წელს ყაჩაღური ქურდობისთვის არის გასამართლებული. უგულავა ამ განცხადებით გამოვიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მისი აზრით, საქართველოს მთავრობამ ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოაშოროს, სანამ საზოგადოებას ამ საკითხზე სრული პასუხი არ ექნება.
XS
SM
MD
LG