Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა დაკავებული დემონსტრანტების ამნისტიას


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, ხელი მოაწერა ამნისტიის აქტს პრო-ევროპულ დემონსტრაციებზე ახლახან დაკავებული ყველა პირის მიმართ. იანუკოვიჩის სამდივნოს განცხადებით, ამნისტია „გაიგზავნა გამოსაქვეყნებლად“ და ეხება ყველას, ვინც ანტისამთავრობო, პროევროპულ დემონსტრაციებზე 21 ნოემბრის შემდეგ დააკავეს. დოკუმენტის თანახმად, დემონსტრაციების მონაწილეთა გარშემო აღძრული ყველა საქმე უნდა დაიხუროს და დაკავებულები უნდა განთავისუფლდნენ. კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა მთავრობის განცხადებას, რომ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკება და ამის ნაცვლად მეზობელ რუსეთთან აპირებს კავშირების გაღრმავებას. დემონსტრაციებში დროდადრო ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციებზე ხალხის რაოდენობამ იკლო მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლითაც უკრაინისთვის დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდება რუსეთის გაზის ფასი.
XS
SM
MD
LG