Accessibility links

logo-print

პროკურატურა: ნაციონალური მოძრაობა დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს


საქართველოს მთავარი პროკურატურა საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა გიგი უგულავას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, გერმანიაში 2001 წელს ყაჩაღური ქურდობისთვის იყო გასამართლებული. უგულავა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მეროს უფლებამოსილება შეუჩერდა, ამ განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოვიდა. პროკურატურის პასუხის თანახმად, მთავარი პროკურორის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს, რომელიც აქტიურ ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც „პროკურატურამ გააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა“. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ: „მთავარი პროკურატურა აუცილებლად გააგრძელებს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, აცნობიერებს რა რომ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი საქმე. საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება“.
XS
SM
MD
LG