Accessibility links

logo-print

ედვარდ სნოუდენი - "მისია უკვე შესრულებულია"


აშშ-ის უშიშროების სააგენტოს ყოფილმა კონსულტანტმა ედვარდ სნოუდენმა „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ მისი „მისია უკვე შესრულებულია“, რადგან აშშ-ის ჯაშუშური პოლიტიკის გადაფასება მოხდა. სნოუდენთან ინტერვიუ „ვაშინგტონ პოსტში“ ორშაბათს გამოქვეყნდა. სნოუდენის თქმით, მან იმისთვის გაავრცელა უშიშროების სააგენტოს საიდუმლო ინფორმაცია, რომ ამერიკის ხალხს ეთქმოდეს სიტყვა თავისი ქვეყნის მართვაში. „ვაშინგტონ პოსტს“ სნოუდენი მოსკოვში ესაუბრა. გასულ აგვისტოს მას რუსეთმა დროებითი თავშესაფარი მიანიჭა. სნოუდენი ამბობს, რომ მოსკოვში ის ასკეტურად ცხოვრობს, ატრიითა და „ჩიპსებით“ იკვებება და უდიდეს დროს ინტერნეტში ატარებს. „მე არ მაქვს რუსეთის მთავრობასთან ურთიერთობა“, - აცხადებს სნოუდენი. მისი თქმით, მას რუსეთის მთავრობასთან შეთანხმება არ აკავშირებს.
XS
SM
MD
LG