Accessibility links

logo-print

უზბეკმა დისიდენტებმა „დაიკავეს“ ჟენევაში გულნარა ქარიმოვას სახლი


ჟენევაში უზბეკი დისიდენტების ჯგუფმა „დაიკავა“ უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის ქალიშვილის, გულნარა ქარიმოვას სახლი. ერთ-ერთი დისიდენტის, საფარ ბეკჯონის თქმით, ის და კიდევ ოთხი პირი ქარიმოვას სახლში ორშაბათის შემდეგ იმყოფებიან. როგორც ბეკჯონმა რადიო თავისუფლების უზბეკურ სამსახურთან საუბრისას განაცხადა, მის მიზანს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება იმ უზარმაზარ თანხებზე, რომლებიც ამ ცარიელ სახლზე დაიხარჯა. შვეიცარიის პრესაში გავრცელებული ცნობებით, ქარიმოვამ სახლი 2009 წელს შეიძინა, დაახლოებით 18 მილიონ დოლარად. ბეკჯონის თქმით, ორშაბათს სახლში პოლიცია მივიდა, თუმცა აქტივისტები იქიდან არ გამოუდევნია. მისი თქმით, შვეიცარიის კანონების თანახმად პირის ობიექტიდან გაძევება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. სახლის წინ აღმართეს ბანერი წარწერით „ეს ვილა ეკუთვნის უზბეკეთის დიქტატორი ქარიმოვის ქალიშვილს“. ბეკჯონს არ უთქვამს რამდენ ხანს აპირებს ჯგუფი იქ დარჩენას.
XS
SM
MD
LG