Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 36 უცხოელს, მათ შორის სააკაშვილს


უკრაინის პრესის ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 36 უცხოელს, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ეს ცნობა გაავრცელა გამოცემა „კომერსანტმა“. გამოცემის თანახმად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უშიშროებამ ამ პირებს ქვეყანაში შეცვლა იმის გამო აუკრძალეს, რომ არსებობდა მათი მხრიდან ოპოზიციასთან მუშაობის ეჭვი, ქვეყანაში „დესტაბილიზაციის“ გამოწვევის მიზნით, პრო-ევროპული საპროტესტო გამოსვლების დროს. სააკაშვილის გარდა სიაში მოხვდა საქართველოს კიდევ 29 მოქალაქე, აშშ-ის ხუთი, და სერბიის ერთი მოქალაქე. სიაში მოხვედრილი ქართველების დიდი ნაწილი ბიზნესმენია, აშშ-ის მოქალაქეები კი არასამთავრობო ორგანიზაციებს და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ. გაზეთი იუწყება, რომ გადაწყვეტილება მიიღეს მმართველი, რეგიონების პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის, ოლეგ ცარევის თხოვნის საფუძველზე, რომელიც შიშობდა, რომ „უცხოელი პოლიტიკური კონსულტანტების ხშირი ვიზიტები“ ქვეყნის „ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს“.
XS
SM
MD
LG