Accessibility links

logo-print

რომის პაპმა ფრანცისკემ პირველი საშობაო წირვა აღავლინა


რომის პაპმა ფრანცისკემ წუხელ ვატიკანში მისი პირველი საშობაო წირვა აღავლინა. მორწმუნეებისადმი მიმართვაში, 77 წლის პონტიფიკმა კათოლიკეებს „გულღიაობისაკენ“ მოუწოდა. „თუკი ჩვენი გულები დახშულია, თუკი ჩვენზე ამპარტავნობა, პატივმოყვარეობა და ტყუილი ბატონობს, მაშინ ადამიანებში წყვდიადი დაისადგურებს“, - განაცხადა ფრანცისკემ. შობის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელსაც მსოფლიოში მცხოვრები ქრისტიანების ნაწილი გრიგორიანული კალენდრით ზეიმობს, - ვატიკანში მდებარე წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან პაპმა სპეციალური მიმართა „Urbi et Orbi“ წაიკითხა. დღესასწაულის დაწყებამდე ფრანცისკემ მის წინამორბედი ბენედიქტე მე-16 მოინახულა. საპატიო რომის პაპი, რომელიც 86 წლისაა,- ბენედიქტეს სიტყვებით,- თავს კარგად გრძნობს.
XS
SM
MD
LG