Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ეკლესიასთან მომხდარ აფეთქებას 37 კაცი ემსხვერპლა


ერაყის უშიშროების ინფორმაციით, ქრისტიანების დღესასწაულის დროს ბაღდადში მდებარე ეკლესიის წინ დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ მცირე 37 კაცი ემსხვერპლა. დაახლოებით 28 დაიჭრა. ერაყში მცხოვრები ქრისტიანების რაოდენობა, ბოლო წლებში, მკვეთრად შემცირდა იმ რელიგიური ძალადობის შემდეგ, რამაც ქვეყანაში 2003 წლის შემდეგ იჩინა თავი. დღეისათვის ქრისტიანული თემი ერაყში 500 ათასს ითვლის, მაშინ როცა 2003 წლისთვის ერაყში 1,5 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG