Accessibility links

„გრინპისის“ 10-მა აქტივისტმა მიიღო უწყება შეწყალების თაობაზე


„გრინპისის“ გემის „არქტიკ სანრაიზის“ კაპიტანმა, ამერიკელმა პიტერ უილკოქსმა მიიღო შეტყობინება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე. როგორც ეკოლოგიური ორგანიზაციის „ტვიტერზეა“ გამოქვეყნებული მასთან ერთად ამნისტირებულია ეკიპაჟის კიდევ ექვსი წევრი. „გრინპისის“ აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა რუსეთის კონსტიტუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებული ამნისტიის ფარგლებში. საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციის 30 აქტივისტი 19 სექტემბერს რუსმა მესაზღვრეებმა პეჩორის ზღვაში კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილ პლატფორმაზე საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობის დროს დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG