Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენი იაცენიუკმა გენერალურ პროკურორს ნაცემი ჟურნალისტის ფირი გადასცა


უკრაინის ოპოზიციური პარტია ბატკივშჩინის ლიდერი არსენი იაცენიუკი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა იმ სამხილით, რომელმაც ჟურნალისტ ტატიანა ჩერნოვოლზე მომხდარი თავდამსხმის გამოძიებას უნდა შეუწყოს ხელი. „მე გენერალურ პროკურორს გადავეცი ის კამერა, რომელიც დამონტაჟებული იყო ტატიანას მანქანაში. ჩვენ ის ვიპოვეთ. მასზე ჩაწერილია, თუ როგორ გამოედევნენ ტატიანას, როგორ შეეცადნენ მდევრები მანქანის გაჩერებას და ეს პრაქტიკულად მთავარი სამხილია, რაც თავდამსხმელთა მოძებნას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა გენერალური პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ არსენი იაცენიუკმა ჟურნალისტებთან საუბარში. ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტს „უკრაინსკაია პრავდას“ ბლოგერს წუხელ კიევში, ბორისპოლის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც ტატიანა ჩერნოვოლმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოსა და გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკას სახლების ფოტოები გადაიღო. უკრაინის ოპოზიციის განცხადებით, ჟურნალისტს ბოლო ფოტოების გადაღების შემდეგ სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრები დაედევნნენ.უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დაგმო ძალადობა და სამართალდამცველ ორგანოებს ჟურნალისტ ტატიანა ჩერნოვილის ცემის ფაქტის გამოძიება დაავალა.
XS
SM
MD
LG