Accessibility links

logo-print

საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა თბილისის კათოლიკურ ტაძარში


საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა შობა მიულოცეს საქართველოში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა მათ კეთილდღეობა და წარმატებულ და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს. ხოლო საშობაო ღვთისმსახურებას თბილისის კათოლიკურ ტაძარში დაესწრნენ სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და გიგი უგულავა, რომელსაც საქალაქო სასამართლოს მიერ შეჩერებული აქვს თბილისის მერის უფლებამოსილება.
XS
SM
MD
LG