Accessibility links

უკრაინაში ჩასვლა დროებით აეკრძალათ უცხოეთის ქვეყნების რამდენიმე მოქალაქეს


უშიშროების სამსახურმა დაადასტურა, რომ უცხოეთის ქვეყნების რამდენიმე მოქალაქეს უკრაინაში ჩასვლა დროებით აეკრძალა. უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტული გვარები მითითებული არ არის და აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინის უშიშროების სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს 36 პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის ქვეყანაში ჩასვლის აკრძალვის მოთხოვნით 8 დეკემბერს მიმართა რადის დეპუტატმა „რეგიონების პარტიიდან“ ოლეგ ცარიოვმა.
XS
SM
MD
LG