Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ინფორმაცია გაავრცელა კობა ხარშილაძისთვის პატიმრობის შეფარდების გამო


გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრის და ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის მოადგილის კობა ხარშილაძისთვის პატიმრობის შეფარდების გამო დღეს ინფორმაცია გაავრცელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. მისი განმარტებით, პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეიცვალა პირველი ინსტანციის განჩინება, რომლის თანახმად, ხარშილაძეს გირაო ჰქონდა შეფარდებული. კობა ხარშილაძისგან განსხვავებით სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც 400 ათასი ლარის გირაო აქვს შეფარდებული ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს ლაშა ფურცხვანიძეს. ის ხარშილაძესთან ერთად ბრალდებულია თბილისის გამწვანების მიზნით დაარსებული კომპანიის გამოყენებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და თანხების გაფლანგვაში. ლაშა ფურცხვანიძე დარწმუნებულია, რომ კობა ხარშილაძისთვის პატიმრობის შეფარდება რეალურად უკავშირდება არა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, არამედ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამო მასზე ზეწოლას. ფურცხვანიძესთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხარშილაძეს სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთი ჰქონდა დაჯავშნილი და მიმალვას აპირებდა.
XS
SM
MD
LG