Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაინიშნა იუსტიციის მინისტრის ახალი მოადგილე


საქართველოში იუსტიციის მინისტრის ახალ მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო იმ პერიოდში, როცა ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობდა. ამ დანიშვნის შემდეგ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ოთხის ნაცვლად ხუთი მოადგილე ეყოლება. საინფორმაციო სააგენტო „სივილ ჯორჯიას“ ცნობით, ტაბატაძე სამართალდამცავ ორგანოებში 90–იანი წლების შუა პერიოდიდან 2008 წლამდე მსახურობდა; ის პარტია ქართულ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს წევრი იყო.
XS
SM
MD
LG