Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა ცვლილებები თავისუფლების ქარტიაში


საინფორმაციო სააგენტო „სივილ ჯორჯიას“ ცნობით, პარლამენტმა 25 დეკემბერს მესამე და საბოლოო მოსმენით, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ცვლილებები თავისუფლების ქარტიაში. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ქმედითი მექანიზმების შექმნას კომუნისტური და ფაშისტური ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის აღმოსაფხვრელად.კანონპროექტის ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები ლევან ბერძენიშვილი და თამარ კორძაია. ბერძენიშვილის თქმით, ცვლილებების მიღება განაპირობა სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ და იმის საჭიროებამ, რომ ამგვარი პროცესები ერთი კონკრეტული კომისიის რეგულაციის ქვეშ მოექცეს.
XS
SM
MD
LG