Accessibility links

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა შეცვალა 10 მინისტრი


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, ოთხშაბათს პრეზიდენტ აბდულა გიულთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის განახლების შესახებ განაცხადა. ამას წინ უძღოდა კორუფციის საქმეზე სკანდალის გამო სამი მინისტრის - შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომა. პრემიერ-მინისტრმა ათი მინისტრი შეცვალა, მათ შორის - ევროკავშირთან ურთიერთობის მინისტრი, რომელიც აგრეთვე ჩართული იყო სკანდალში.
XS
SM
MD
LG