Accessibility links

რუსეთში „გრინპისის“ ყველა აქტივისტი ამნისტირებულია


გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „გრინპისის“ აქტივისტებსა და ხომალდ „არქტიკ სანრაიზის“ ეკიპაჟის ყველა წევრს, რომლებიც ხულიგნობისათვის იყვნენ ბრალდებულნი, გადაეცათ დოკუმენტები ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციის 30 აქტივისტი 19 სექტემბერს რუსმა მესაზღვრეებმა პეჩორის ზღვაში კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილ პლატფორმაზე საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობის დროს დააპატიმრეს. ამ საქმეზე ამნისტირებული 20-მა უცხოელმა უკვე მიმართა საიმიგრაციო სამსახურებს, შვიდი მათგანი კი რუსეთს უკვე დღეს დატოვებს.
XS
SM
MD
LG