Accessibility links

logo-print

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დიპლომი ყალბია


საქართველოს იუსტიციის მინისტრს შვებულების შეწყვეტისა და მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. პარლამენტის დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძეს კრიმინალური წარსული აქვს, არ გააჩნია თანამდებობისთვის საჭირო მინიმალური კვალიფიკაცია. "ფარცხალაძის მიერ 19 წლის ასაკში იურისტის კვალიფიკაციის მოპოვების წარმოუდგენელ ფაქტს პროკურატურა იმით ხსნის, რომ მან 15 წლის ასაკში, საშუალო სკოლის დამთავრებამდე ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ფარცხალაძეს საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი უნდა ჰქონოდა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებითვე, 1991 წელს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს არ ჰქონდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და შესაბამისად, ოთარ ფარცხალაძის დიპლომი ყალბია.
XS
SM
MD
LG