Accessibility links

logo-print

კაიროს ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა


ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, კაიროს ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა, როცა ავტობუსმა კაიროს ნასრ სიტის რაიონში გაიარა. იმავე რაიონში პოლიციამ მეორე ბომბი გააუვნებელყო. აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ხელისუფლებამ მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ წევრების დაკავება დაიწყო მას მერე, რაც ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. პროვინცია შარკიაში, ორგანიზაციის პროკლამაციების გავრცელებისთვის „მუსლიმთა საძმოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი სულ ცოტა 16 პირი დააპატიმრეს. სამშაბათს თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად ქალაქ მანსურაში სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG