Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა სპორტსმენთა პრემირების შესახებ ინფორმაცია


სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სპორტსმენთა და ნაკრები გუნდების პრემირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სამინისტროს ცნობით, მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყო 5 297 115 ლარი. თანხა გამოიყო სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით. ამასთანავე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისებისა და ასევე, სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.
XS
SM
MD
LG