Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონ-ნახევარი ლარი გამოიყო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის


საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს მილიონ-ნახევარი ლარი გამოეყო. განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თანხის გამოყოფის შესახებ" მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა. როგორც "ინტერპრესნიუსი" ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონ-ნახევარი ლარი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის გამოეყო. არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ფინანსური პრობლემები აქვს, კერძოდ, ცარიელია სახელფასო ფონდი, რის გამოც მაუწყებელში დეკემბრის თვის ხელფასის გაცემა დაგვიანდა.
XS
SM
MD
LG