Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 მილიონ რუბლს გადაუხდიან ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს


"ან 12" ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად ქალაქ ირკუტსკთან ახლოს ეკიპაჟის გარდაცვლილი ცხრა წევრის ოჯახებს ერთ მილიონ რუბლს გადაუხდიან. ავიაკატასტროფა გუშინ მოხდა, ყველა დაღუპული ეკიპაჟის წევრია. თვითმფრინავი, რომელსაც ავტოტექნიკა და მარაგნაწილები გადაჰქონდა, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ჩამოვარდა. თანხა დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად ირკუტსკის ოლქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
XS
SM
MD
LG