Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოსთან თანამშრომლობასაც ითვალისწინებს


საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან აშშ-ის სამხედრო პარტნიორობას და მათ დახმარებას ითვალისწინებს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა. აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძისგან დღეს მიღებული ეს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ამ დოკუმენტის ხელმოწერამდე დისკუსიები იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში და საქართველოს შესახებ არსებობდა კონგრესმენ ტერნერის შესწორება, რომლის თანახმად, სამხედრო სფეროში შემდგომი თანამშრომლობა გარკვეულწილად უნდა დაქვემდებარებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. „ეს დამატება, რომელიც არ შეიცავდა საქართველოსთვის სახარბიელო ელემენტებს, იყო გატანილი და ტექსტი არის ძალიან კარგი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილი თავდაცვის ავტორიზაციის აქტი სამხედრო სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
XS
SM
MD
LG