Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს ხელისუფლებას


საქართველოს ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მისი განცხადებით, მაშინ, როცა მთავარი პროკურორის ნასამართლეობას "ქართული ოცნებიდანაც" ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს და ნათელია, რომ ფარცხალაძეს არც შესაბამისი განათლება აქვს, სახელმწიფომ მისი პირადი კომფორტისათვის შეიძინა 174 ათას ლარად ღირებული ავტომანქანა. ნაციონალური მოძრაობის განცხადებითვე, 78 ათასლარიანი ავტომობილია შეძენილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილისთვის. „შემაშფოთებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება არა წინა წლებისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური ზრდის პირობებში, არამედ იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ბიუჯეტში დანაკლისმა მიაღწია 800 მილიონ ლარს და იზრდება უმუშევრობა და სიღარიბე“, - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG