Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი ნასამართლევია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი ნასამართლევია და სასჯელი გერმანიაში მოიხადა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა „რუსთავი 2“-თან ექსკლუზიური ინტერვიუში, რომელიც ეთერში დღეს საღამოს გავა. გადაცემა "პოზიციის" ანონსის თანახმად, პრემიერ-მინისტრი გადაჭარბებულს უწოდებს ფარცხალაძის გარშემო ატეხილ ხმაურს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი ნასამართლევია, ხოლო მისი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი ყალბი, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა და ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG