Accessibility links

ღარიბაშვილი მთავარ პროკურორზე ატეხილ სკანდალს „გაზვიადებულს“ უწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ატეხილი ხმაური "გადაჭარბებულია". როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციასთან" ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას, რომლის მიზანიც ფარცხალაძის სახელის და მისი პიროვნების დისკრედიტაცია იყო. „არ გამიკვირდება, რომ ის მალე გამოაცხადონ ვამპირად, კაცის მკვლელად და ათასი სისულელე დააბრალონ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის აზრით, ფარცხალაძის წინააღმდეგ კამპანია იყო მიზანმიმართული და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული პროვოკაცია, რაც მთავარი პროკურორის ეფექტურად საქმიანობას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG