Accessibility links

logo-print

საბაჟო კავშირში სომხეთის გაერთიანების თაობაზე შეთანხმება მაისისთვის იქნება მზად


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დომინირებული საბაჟო კავშირში სომხეთის გაერთიანების თაობაზე შეთანხმება მაისისთვის იქნება მზად. დღეს ერევანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას სარქისიანმა თქვა, რომ სომხეთი და საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნები - რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია - სავარაუდოდ ივნისში მოახდენენ დოკუმენტის რატიფიკაციას. მან დასძინა, რომ საბაჟო კავშირში სომხეთის შესვლის გეგმები არ ეწინააღმდეგება ქვეყნის თანამშრომლობას ევროპის კავშირთან.
XS
SM
MD
LG