Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში


სულ მცირე სამი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა ქაბულში საერთაშორისო ძალების ბადრაგზე დანაღმულ ავტომანქანაში მყოფი თვითმკვლელის მოიერიშის თავდასხმის შედეგად. აფეთქებისას რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიჭრა. დანაკარგის შესახებ ინფორმაცია პარასკევს ავღანეთის პოლიციამ და ნატოს სარდლობით მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების სარდლობამ დაადასტურეს. დაღუპულთაგან ორი სლოვაკური კონტინგენტის წევრია, ერთი კი - ამერიკული ქვედანაყოფიდანაა. ჟურნალისტებისათვის დაგზავნილ განცხადებაში ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG