Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი კანდიდატი დაამტკიცა


"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში პარლამენტმა მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, რომელიც ახალი კანონის თანახმად, ცხრა წევრის შემადგენლობით უნდა დაკომპლექტებულიყო, პარლამენტს მხარდასაჭერად მხოლოდ ექვსი კანდიდატი წარედგინა, თუმცა ამ ექვსიდან ხმების საჭირო რაოდენობა მხოლოდ სამმა: სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა მარინე მუსხელიშვილმა, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შერჩეულმა ქეთევან მსხილაძემ და უმრავლესობის მიერ შეთავაზებულმა ნათელა სახოკიამ მიიღეს. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა და "ჩააგდო" ასევე სახალხო დამცველის მიერ დასახელებული ლელა გაფრინდაშვილის, უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ შერჩეული ნინია კაკაბაძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გენადი გელაძის კანდიდატურები.
XS
SM
MD
LG