Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ადამიანი, მათ შორის სტუდენტი, დაიხოცა კაიროში მუსლიმთა საძმოს მომხრეთა და პოლიციას შორის შეტაკებისას


ერთი სტუდენტი და სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიხოცა ეგვიპტეში პოლიციასა და მუსლიმთა საძმოს მომხრეთა შეტაკებისას. შეტაკება მოხდა კაიროს ისლამური უნივერსიტეტის ტერიორიაზეც, სადაც 60 ახალგაზრდა დააკავეს.
პარასკევის ძალადობა მოჰყვა მთავრობის, რომელსაც არმია უმაგრებს ზურგს, გადაწყვეტილებას, ოფიციალურად შერაცხოს მუსლიმთა საძმო ტერორისტულ ორგანიზაციად. ოთხი დახოცილის გარდა, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანახმად, 87 პირი დაშავდა მსგავსი შეტაკებებისას კაიროსა და სხვა ქალაქებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 265 პირი, მათ შორის ქალები დააკავეს. მუსლიმთა საძმო ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანეს მას მერე, რაც ტერაქტი მოხდა და 16 ადამიანი დაიხოცა. საძმო ამ აქტთან კავშირს უარყოფს. ხელისუფლება ცდილობს მუსლიმთა საძმოს ჩახშობას მას მერე, რაც მისი ლიდერი, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი თანამდებობას ჩამოაშორეს წელს ივლისში.
XS
SM
MD
LG