Accessibility links

logo-print

პოლიციამ სტამბოლში ძალა გამოიყენა ანტისამთავრობო დემონსტრაციის წინააღმდეგ


პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, ასევე რეზინის ტყვიები დაუშინა დემონსტრანტებს, რომლებიც სტამბოლში პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოანის გადადგომას მოითხოვდნენ კორუპციის სკანდალის გამო. ასეთივე დემონსტრაციის დაშლას შეეცადა პოლიცია დედაქალაქ ანკარაში. გამოსვლები დაიწყო პარასკევს მას მერე, რაც სასამართლომ შეაჩერა მთავრობის ახალი იმ გადაწყვეტილების განხორციელება, რომელიც პოლიციას ავალდებულებს, ანგარიში ჩააბაროს თავის ზემდგომ ოფიცერს გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. ერდოანი არ თმობს, ის მომხრეებს ეუბნება, რომ მის წინააღმდეგ ამბოხება უცხოეთიდან არის პროვოცირებული, რომ ამით თურქეთის დესტაბილიზება სურთ. უთანხმოება დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში, როცა დააკავეს 24 პირი, მათ შორის კაბინეტის სამი ოფიციალური წევრის ვაჟები და სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელი.
XS
SM
MD
LG