Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში გმობენ ბეირთუში მომხდარ ტერაქტს


მსოფლიოში გმობენ ბეირუთში პარასკევს მოწყობილ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ცნობილი ლიბანელი პოლიტიკოსი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, მუჰამად შატა შეეწირა. მასთან ერთად მანქანაში აფეთქებულ ბომბს ემსხვერპლნენ მძღოლი და ოთხი სხვა პირი, დაშავდა ათეულობით გამვლელი. პასუხიმგებლობა მომხდარზე არავის უკისრია. შატა, რომელიც ადრე აშშ-ში ელჩად მსახურობდა, სირიის მმართველის, ბაშარ ალ-ასადის და მისი მომხრე, ჰიზბოლას გაერთიანების მიმართ კრიტიკული იყო. გაეროს უშიშროების საბჭომ გაამტკიცა განცხადება, რომელშიც დაგმობილია ლიბანის დესტაბილიზაციის მცდელობისკენ მიმართული ყოფელგვარი პოლიტიკური თავდასხმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შატა იყო „გონიერების, პასუხიმგებლობის და ზომიერების ხმა“. ჯონ კერის გმობს თავდასხმას და მას ამაზრზენ ტერორისტულ თავდასხმას უწოდებს.
XS
SM
MD
LG