Accessibility links

logo-print

უზბეკეთი დსთ-ის თავისუფალ სავაჭრო ზონას შეუერთდა


უზბეკეთის პრეზიდენტმა, ისლამ ქარიმოვმა ხელი მოაწერა კანონს უზბეკეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავისუფალ სავაჭრო ზონაში შესვლის შესახებ. უზბეკეთის მედიის ცნობით, შაბათის გადაწყვეტილებით, უზბეკეთი შეთანხმების მეცხრე წევრი გახდება, თუმცა ტაჯიკეთს ჯერ გადაწყვეტილება არ დაუმტკიცებია. ამ შეთანხმების თანახმად, უზბეკეთი თავისუფლდება საიმპორტო გადასახადისგან და ტარიფებისგან, როცა საქონელს შეიტანს დსთ-ის სხვა წევრი ქვეყნებიდან, მათ შორის საბაჟო კავშირიდან. ტაშკენტის ეს გადაწყვეტილება მცირე ცვლილებაა მის პოლიტიკაში. მთავრობა ადრე დსთ-ის სხვა გაერთიანებებს თავს არიდებდა. უზბეკეთი ორჯერ იქნა გარიცხული დსთ-ის უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან.
XS
SM
MD
LG